22 ნოემბერი 2024,   03:36
ვრცლად
“ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო ღონისძიებასთან დაკავშირებით რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა უკვე სრულად ჩაკეტილია

“ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო ღონისძიებასთან დაკავშირებით რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა უკვე სრულად ჩაკეტილია. გადაადგილება შეზღუდულია კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩებიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებითაც.

მოსალოდნელი გადატვირთული სატრანსპორტო მოძრაობიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს დღეს პირადი ავტოტრანსპორტით გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, თბილისის მერიის ინფორმაციით, თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი სატრანსპორტო საშუალებები იმოძრავებენ ბარათაშვილის ქუჩაზე არსებულ პანდუსამდე, ხოლო რუსთაველის გამზირისკენ მიმავალი ავტომობილები, პირველი რესპუბლიკის მოედნამდე; დედაქალაქის ცენტრში შეზღუდვები შეკრების დასრულებისთანავე მოიხსნება.

დღის ამბები