22 ნოემბერი 2024,   03:48
ვრცლად
იტალიელი სერფერი ხმალთევზას შეჯახების შედეგად დაიღუპა - ტრაგიკული შემთხვევა ინდონეზიაში მოხდა

ინდონეზიაში, იტალიელი სერფერი, ჯულია მანფრინი ტრაგიკულად დაიღუპა. მას სერფინგის დროს ხმალთევზა შეეჯახა, რომელმაც გულ-მკერდის არე დაუზიანა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გარდაცვლილის ბიზნეს პარტნიორის, კოლსტონის განმარტებით, 36 წლის ქალი, მენტავაის კუნძულებზე, შორეულ კუნძულთა ჯაჭვში იმყოფებოდა, როდესაც მისი სიცოცხლე უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა.

"სამწუხაროდ, მიუხედავად მისი პარტნიორის, ადგილობრივი კურორტის პერსონალისა და ექიმების ძალისხმევისა, ჯულიას გადარჩენა ვერ მოხერხდა", - განაცხადა კოლსტონმა.

დღის ამბები