დიდ ბრიტანეთში, უელსში, ორი მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
დაშავებულებს საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ სხვადასხვა დაზიანებები ჰქონდათ, რომლებიც სიცოცხლისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.
რაც შეეხება დაღუპულ მამაკაცს, პოლიციის ინფორმაციით, ის შუსბერიდან მიმავალი მატარებლის მგზავრი იყო.
მგზავრების განმარტებით, შეჯახება მოულოდნელი და საკმაოდ ძლიერი იყო.