22 ნოემბერი 2024,   03:59
ვრცლად
ბრიტნი სპირსი ცოლად საკუთარ თავს გაჰყვა - "ეს ყველაზე ბრწყინვალე რამაა, რაც კი ოდესმე გამიკეთებია"

განქორწინებიდან ერთი წლის თავზე, ამერიკელი პოპ მომღერალი ბრიტნი სპირსი კვლავ "გათხოვდა". ამის შესახებ მომღერალმა თეთრ კაბაში გამოწყობილმა ფანებს სოციალური ქსელის მეშვეობით შეატყობინა და განმარტა, რომ ცოლად საკუთარ თავს გაჰყვა. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.

42 წლის პოპ ვარსკვლავმა ვიდეო instagram-ზე კვირას გამოაქვეყნა, სადაც თეთრ საქორწილო კაბაშია გამოწყობილი და თავზე ფატა აფარია.

"შეიძლება ცოტა სულელურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ვფიქრობ ეს ყველაზე ბრწყინვალე რამაა, რაც კი ოდესმე გამიკეთებია” - აღნიშნა მომღერალმა სოციალურ ქსელში.

დღის ამბები