საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მოლდოვამ ამ არჩევნების სახით ვერავითარი დემოკრატიის ტესტი ვერ ჩააბარა.
კობახიძის განმარტებით, ქართველ ხალხს და ხელისუფლებას თვალში ნაცარს აყრიან, როდესაც ამბობენ, რომ გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები მოლდოვას ეკუთვნის და საქართველოს არა.
"მოლდოვაში ჩატარდა არჩევნები და თქვენ ნახეთ რა მოხდა იქ. მოლდოვამ ვერავითარი დემოკრატიის ტესტი ვერ ჩააბარა ამ არჩევნების სახით. ჯერ მანამდე რა ხდებოდა, ერთმანეთის მიყოლებით ჩახსნეს კანდიდატები, თან თითიდან გამოწოვილი საბაბით. მოლდოვას, რომელმაც ასეთი არჩევნები ჩაატარა, აყენებენ ჩვენზე წინ და განცხადებები თუ სადმე საჭიროა, საჭიროა მოლდოვასთან დაკავშირებით. სამართლიანობ, რომ იყოს, განცხადებები საჭიროა მოლდოვასთან დაკავშირებით, რომელიც არის დსთ-ს წევრი და მოლდოვაში მცხოვრები მოსახლეობის ნახევარზე მეტი ეწინააღმდეგება ევროინტეგრაციას. თვალში ნაცარს გვაყრიან და გვეუბნებიან, რომ მოლდოვას ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი, მოლაპარაკებები და ქართველ ხალხს, საქართველოს ხელისუფლებას არა. ეს არის სირცხვილი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.