ახალი ზელანდიის აეროპორტმა, მგზავრებს და გამცილებლებს გამოსამშვიდობებელ ჩახუტებაზე შეზღუდული დრო დაუწესა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
აეროპორტი "დანიდინის" მიერ დაწესებული რეგლამენტის თანახმად, მგზავრებსა და გამცილებლებს გამოსამშვიდობებელი ჩახუტებისთვის 3 წუთი ექნებათ, რათა რეგისტრაციის გავლის დრო არ გაიწელოს.
"უფრო ხანგრძლივი და თბილი დამშვიდობებისთვის გამოიყენეთ საპარკინგე სივრცე", - აღნიშნულია აეროპორტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.