22 ნოემბერი 2024,   04:21
ვრცლად
ძვირფასო მოქალაქეებო, დღეს, ისევე როგორც ბოლო თვეების განმავლობაში, მოლდოვაში თავისუფლება და დემოკრატია უპრეცედენტო თავდასხმის ქვეშ მოექცა - მაია სანდუ არჩევნების შედეგებზე

მოლდოვის ისტორიული რეფერენდუმი მოულოდნელი შედეგებით. დაახლოებით 50/50-ზე გაიყო მოსახლეობის აზრი კითხვაზე - სურთ თუ არა კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით? წინასწარი შედეგები ასე გამოიყურება - ევროკავშირის მომხრეები დაწინაურდნენ 0,32%-ით. დათვლილია ბიულეტენების 98%-ზე მეტი.

პარალელურად, მოლდოვა ირჩევს პრეზიდენტს. არჩევნებში ლიდერობს მოქმედი პრეზიდენტი, ცალსახად პროევროპული პარტიის ლიდერი მაია სანდუ, მას დაახლოებით 42%-ი აქვს და 16%-ზე მეტით უსწრებს ყოფილ გენერალურ პროკურორ ალექსანდრე სტოია-ნოგლოს, რომელსაც მხარს ყველაზე დიდი პრორუსული ოპოზიციური "სოციალისტების" პარტია უჭერს.

"ძვირფასო მოქალაქეებო, დღეს, ისევე როგორც ბოლო თვეების განმავლობაში, მოლდოვაში თავისუფლება და დემოკრატია უპრეცედენტო თავდასხმის ქვეშ მოექცა. ჩვენს ქვეყანას კრიმინალურმა დაჯგუფებებმა, უცხოურ ძალებთან გაერთიანებით, ტყუილითა და პროპაგანდით თავს დაესხნენ. ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები და ინფორმაცია, რომ კრიმინალურმა დაჯგუფებამ 300 000 ხმის შეძენას აპირებდა. ეს არის უპრეცედენტო თაღლითობაა, რომლის მიზანი დემოკრატიის დისკრედიტაციაა. მათი მიზანია საზოგადოებაში შიშისა და პანიკის დათესვაა. ჩვენ არ შევწყვეტთ თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვას. ველოდებით საბოლოო შედეგებს და დავბრუნდებით გადაწყვეტილებებით", - განაცხადა მოქმედმა პრეზიდენრმა და  პრეზიდენტობის კანდიდატმა მაია სანდუმ.

დღის ამბები