22 ნოემბერი 2024,   03:35
ვრცლად
მუჰამედ ფეთჰულაჰ გიულენი, რომელიც პრეზიდენტ ერდოღანის წინააღმდეგ შეთქმულების ორგანიზებაში იყო ბრალდებული, 83 წლის ასაკში აშშ-ში გარდაიცვალა

მუჰამედ ფეთჰულაჰ გიულენი, თურქი მქადაგებელი, ყოფილი  იმამი, რომელიც თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანთან პოლიტიკურად დაპირისპირების შემდეგ, გადატრიალების მცდელობის ბრალდებით დევნილი იყო და აშშ-ში ცხოვრობდა, 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.

ანკარა მას 2016 წლის ხელისუფლების გადატრიალების მცდელობაში სდებს ბრალს.

მუჰამედ ფეთჰულაჰ გიულენმა, თურქეთში და მის ფარგლებს გარეთ, ძლიერი ისლამური მოძრაობა შექმნა. ბოლო წლების განმავლობაში ის აშშ-ში ცხოვრობდა, რადგან მას თურქეთში, მოქმედი პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის წინააღმდეგ შეთქმულების ორგანიზებასა და გადატრიალების მოწყობის მცდელობაში ედებოდა ბრალი. სამშობლოში წაყენებულ ბრალს გიულენი უარყოფდა.

დღის ამბები