18 ოქტომბერი 2024,   18:34
ვრცლად
პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით ინფორმაცია ძირითადად მედიასაშუალებებიდან გვაქვს, პირველწყაროდან ასეთი ინფორმაცია ჩვენთვის არავის მოუწოდებია - საიას თავმჯდომარე

"პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით ინფორმაცია ძირითადად მედიასაშუალებებიდან გვაქვს, როდესაც ვრცელდება სხვადასხვა ინტერვიუ თუ სიუჟეტი, სადაც საუბარია ამ ტიპის ქმედებებზე", - ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა.

საია მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს, არსებობის შემთხვევაში, შეისწავლონ ეს შემთხვევები და განახორციელონ შესაბამისი ქმედებები.

"მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოებს, მყისიერად დაიწყონ გამოძიება ამ ფაქტებზე და საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია, ხორციელდება თუ არა და რა მიზნით ხორციელდება ასეთი ქმედებები.

პირველადი წყაროდან ასეთი ინფორმაცია უშუალოდ ჩვენთვის ვინმეს არ მოუწოდებია. პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით ინფორმაცია ძირითადად მედიასაშუალებებიდან გვაქვს, როდესაც ვრცელდება სხვადასხვა ინტერვიუ თუ სიუჟეტი, სადაც საუბარია ამ ტიპის ქმედებებზე", - განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.

დღის ამბები