22 ნოემბერი 2024,   02:52
ვრცლად
მაკა ბოჭორიშვილი ბრიუსელში გაკეთებულ განცხადებებზე: შეგვიძლია, ეს ყველაფერი თამამად შევაფასოთ არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენის მცდელობად

ევროპული საბჭოს სამიტს "ქართული ოცნების" ლიდერები ეხმაურებიან. მაკა ბოჭორიშვილმა  ბრიუსელში გაკეთებული განცხადებები არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენის მცდელობად შეაფასა. 

"ჩვენ შეგვიძლია თამამად შევაფასოთ ეს ყველაფერი არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენის მცდელობად, როდესაც სხვა ქვეყნის ლიდერები ამდენ კომენტარს აკეთებენ, თუ ვინ უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლებაში. სულ ახლახან იყო ლიეტუვაში არჩევნები - ვინ უნდა მართოს ლიეტუვა, თუ გაგვიკეთებია რაიმე განცხადება? მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არა ლიეტუვას დღევანდელი ხელისუფლება. ჩვენ ეს არ გვიკადრია და არ ვკადრულობთ, რადგან ეს არის საერთაშორისო ნორმებისა და პრინციპების დარღვევა.

უმჯობესი იქნება, სხვებიც თუ სცემენ პატივს ამ პრინციპებს. ქართველი ხალხის სუვერენული უფლებაა, ჰყავდეს ის ხელისუფლება, რომელსაც აირჩევს. რაც შეეხება სპეკულაციებს იმაზე, ამ არჩევანით "ქართული ოცნების" ხელისუფლებით რას გააკეთებს ქართველი ხალხი, ჩვენ გვაქვს გამოცდილება იმისა, რა გააკეთა საქართველომ "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში, ზუსტადაც, ევროკავშირთან ურთიერთობებში და დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ამ ხელისუფლების პირობებში დაჯდება საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკების მაგიდასთან," - აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.

დღის ამბები