22 ნოემბერი 2024,   03:21
ვრცლად
"საქართველოში ტარდება კრიტიკულად მნიშვნელოვანი არჩევნები, რადგან ქართველი ხალხი ირჩევს მიმართულებას" - გიტანას ნაუსედა

ბრიუსელში ევროპული საბჭოს ლიდერების შეხვედრა დაიწყო - ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს შარლ მიშელი მასპინძლობს. განხილვის ერთ-ერთი თემა საქართველოში მიმდინარე მოვლენებია. შარლ მიშელის წერილში, რომელიც მან ევროპული საბჭოს წევრებს გაუგზავნა, ნათქვამია, რომ საქართველოც და მოლდოვაც საკუთარ ევროპულ გზაზე გადამწყვეტ მომენტში არიან.

ლიდერები, ასევე, იმსჯელებენ ევროპაში საემიგრაციო კრიზისზე, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტზე, რუსეთ-უკრაინის ომსა და ევროკავშირის საგარეო ურთიერთობებზე.

მოწვეულ სტუმრებს შორის არიან ევროპული ქვეყნების პირველი პირები, ევროპარლამენტის და ევროკომისიის პრეზიდენტები და უკრაინის პირველი პირი.

"მსურს, თქვენი ყურადღება მივაპყრო ძალზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენებზე მოლდოვასა და საქართველოში. მოგეხსენებათ, ამ უქმეებზე მოლდოვაში ჩატარდება საპრეზიდენტო არჩევნები და რეფერენდუმი ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირდებით, ეს საკვანძო მომენტია და შეგვიძლია ველოდოთ, რომ მოლდოველი ხალხი აირჩევს ევროპულ მომავალს, ამის დიდი იმედი მაქვს.

საქართველოს რაც შეეხება, ეს დიდი საკითხია. საქართველოში ტარდება კრიტიკულად მნიშვნელოვანი არჩევნები, რადგან ქართველი ხალხი ირჩევს მიმართულებას - თუ ისინი დარჩებიან და შეინარჩუნებენ იმავე სტატუს-კვოს, რომელიც ახლაა, არ მგონია, საქართველოს ჰქონდეს წარმატების შანსები ევროინტეგრაციის გზაზე. თუ ასე არ მოხდა და თუ ევროპული ძალები მიაღწევენ გამარჯვებას, ჩვენ უნდა ველოდოთ განსხვავებულ გზას და ამას მივესალმებით," - განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ.

დღის ამბები