"ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, რუსთავის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ქალაქის მერი შეხვდა. ნინო ლაცაბიძემ რუსთაველ ექიმებს ქალაქში განხორციელებული პროექტები გააცნო და სამედიცინო სფეროში არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.