22 ნოემბერი 2024,   04:02
ვრცლად
აშშ-ში, არჩევნების დღეს თავდასხმის მოწყობის ბრალდებით, ავღანეთის 27 წლის მოქალაქე დააკავეს

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ მამაკაცი დააკავა, რომელიც, სავარაუდოდ, საპრეზიდენტო არჩევნების დღეს "ისლამური სახელმწიფოს" სახელით თავდასხმას გეგმავდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

პროკურატურის თქმით, ეჭვმიტანილი ავღანეთის 27 წლის მოქალაქე, ნასირ აჰმად ტავჰედია, რომელიც ოკლაჰომაში ცხოვრობს.

FBI-ს განცხადებით, ეჭვმიტანილი ცეცხლსასროლ იარაღს იმარაგებდა. ამასთან, მან ოჯახის აქტივები და უძრავი ქონება გაყიდა და ოჯახის წევრების საზღვარგარეთ გასაყვანად ზომები მიიღო.

ნასირ აჰმად ტავჰედის ბრალად ედება უცხოური ტერორისტული ორგანიზაციისთვის მხარდაჭერის ან რესურსების მიწოდება და შეთქმულება. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენის მცდელობა მძიმე დანაშაულის ან ტერორისტული აქტის ჩასადენის მიზნით.

FBI-ის ინფორმაციით, ტაუჰედი თანამზრახველთან ერთად მუშაობდა, რომელიც არასრულწლოვანია და ისიც ავღანეთის მოქალაქეა. უწყება მის სახელს ჯერჯერობით არ ასაჯაროებს. მას ბრალად ედება სოციალურ ქსელებში "ისლამური სახელმწიფოს" პროპაგანდა. ბრალდება მისი კომპიუტერის Google-ის ჩანაწერებს ეფუძნება, რომელიც პოლიციამ ამოიღო.

დღის ამბები