16 ოქტომბერი 2024,   04:22
ვრცლად
კილიან მბაპე ძალადობაში და სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს - dailymail

ფრანგი ფეხბურთელი კილიან მბაპე, შვედეთში მოგზაურობის შემდეგ ძალადობაში და სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს. საქმეზე დაწყებულია გამოძიება. ინფორმაციას dailymai-ი ავრცელებს.

სავარაუდო გაუპატიურება 10 ოქტომბერს, სასტუმრო Bank-ში მოხდა. დაშავებული ქალი საავადმყოფოში ორი დღის შემდეგ მივიდა და ფეხბურთელი ძალადობაში დაადანაშაულა.

პოლიციამ ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა. კილიან მბაპე ყველაფერს უარყოფს და ამტკიცებს, რომ ინფორმაცია ყალბია.

დღის ამბები