16 ოქტომბერი 2024,   04:19
ვრცლად
12 წლის ბიჭი მეგობართან ეზოში თამაშის დროს დაიღუპა - შემთხვევა აშშ-ში მოხდა

აშშ-ში, ნიუ-ჯერსიში, 12 წლის ბიჭი მეგობართან ეზოში თამაშის დროს დაიღუპა, მას ხე დაეცა. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.

გამოძახებულმა პოლიციის ბრიგადამ ბიჭს პირველადი დახმარება შემთხვევის ადგილზე გაუწია, რის შემდეგაც სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მიღებული ტრავმების შედეგად, ბიჭი საავადმყოფოში მალევე გარდაიცვალა.

პოლიციის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ხის წაქცევა მოულოდნელმა ძლიერმა ქარმა გამოიწვია, რამაც მოზარდის სიცოცხლე იმსხვერპლა.

დღის ამბები