16 ოქტომბერი 2024,   04:03
ვრცლად
თბილისის ნაწილს, 16 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება - ქუჩების ჩამონათვალი

თელასის ცნობით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 16 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), სადგური ლილოს, ლილოს დასახლების, სოფელი დიდი ლილოს და ალავერდელის ქუჩის მოსახლეობას. 

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ფანასკერტელი-ციციშვილის, მიცკევიჩის, ცაგარელის, იყალთოს, ბახტრიონის, ბასილაიას, ლიხაურის და  ციციშვილის ქუჩების მოსახლეობას. 

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

დღის ამბები