22 ნოემბერი 2024,   03:28
ვრცლად
"აშშ მზად არის წინაპირობების გარეშე ჩაერთოს მოლაპარაკებებში რუსეთთან, ჩინეთთან და ჩრდილოეთ კორეასთან ბირთვული საფრთხის შემცირების საკითხზე" - ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის რუსეთთან, ჩინეთთან და ჩრდილოეთ კორეასთან ბირთვული საფრთხის შესამცირებლად მოლაპარაკებების გამართვისთვის.

ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ მზად არის ასეთი მოლაპარაკებებისთვის წინაპირობის გარეშე.

"აშშ მზად არის, წინაპირობების გარეშე ჩაერთოს მოლაპარაკებებში რუსეთთან, ჩინეთთან და ჩრდილოეთ კორეასთან ბირთვული საფრთხის შემცირების საკითხზე," - განაცხადა ბაიდენმა.

მისი თქმით, ბირთვული არსენალის შემცირების კუთხით პროგრესის დაბლოკვას, როგორც აღნიშნული ქვეყნებისთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის არავითარი სარგებელი არ ექნება.

დღის ამბები