ეკონომიკის დარგში ნობელის პრემია ამერიკელ ეკონომისტებს დარონ აჩემოღლუს, საიმონ ჯონსონს და ჯეიმს რობინსონს "ინსტიტუციების ფორმირებისა და კეთილდღეობაზე მათი გავლენის შესახებ კვლევისთვის“ გადაეცათ. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ლაურეატები ბესტსელერი წიგნის "რატომ არის ზოგი ქვეყანა მდიდარი, ზოგი კი ღარიბი“ ავტორები არიან.
ნობელის კომიტეტმა სამეული იმის ახსნისთვის შეაქო, თუ რატომ ვერ ახერხებს საზოგადოება დოვლათისა და კეთილდღეობის მაჩვენებლის ზრდას, რომელსაც ცუდი კანონის უზენაესობა და ინსტიტუტები აქვს, რომლებიც მოსახლეობას ექსპლუატაციას უწევენ.