22 ნოემბერი 2024,   03:31
ვრცლად
რუსულმა ძალებმა ხარკოვის ოლქში კუპიანსკის რეგიონი დაბომბეს - დაიღუპა 64 ადამიანი

უკრაინაში, საჰაერო განგაში რამდენიმე ოლქში, მათ შორის, დედაქალაქ კიევში შაჰედის ტიპის დრონებისა და ბალისტიკური რაკეტების საფრთხის გამო ჩაირთო.

რუსულმა ძალებმა ხარკოვის ოლქში კუპიანსკის რეგიონი დაბომბეს, დაბომბვის შედეგად 64 ქალი დაიღუპა, არიან დაშაბვებულებიც.

ასევე დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებებიც. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში, ფრონტზე 114 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა.

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, იტალიაში ვიზიტის დროს, პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის უკრაინის "გამარჯვების გეგმა" წარუდგინა.

რაც შეეხება ომში მყოფი ქვეყნის დახმარებას, ნორვეგიამ უკრაინის იარაღის წარმოების გასაზრდელად 87 მილიონ დოლარზე მეტი გამოყო.

დღის ამბები