22 ნოემბერი 2024,   05:31
ვრცლად
რისკების განეიტრალებისა და ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნების გარანტი ჩვენი ლიდერი, ბატონი ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნებაა" - ირაკლი ღარიბაშვილი

"ეს უსამშობლო ადამიანები, მზად არიან ძალაუფლება ჩაიგდონ ნებისმიერ ფასად, მათ შორის არეულობის, რევოლუციის გზით. შემდეგ კი საქართველო რა თქმა უნდა, ჩართონ ომში," - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში, "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით ამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანაში მშვიდობის გარანტი ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნებაა".

"სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა დღესაც ომის რისკის წინაშე დგას, ვინაიდან ამ ე.წ. აგენტების კოალიციამ, გახსოვთ კარგად, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, ყველაფერი გააკეთეს, რომ საქართველოში მეორე ფრონტი გახსნილიყო. დღეს, ქვეყნის შიდა და გარე მტრებმა კარგად იციან, რომ საკუთარი მიზნის მიღწევის ერთადერთი გზა ხელისუფლებაში ისევ უცხო ინტერესების მორჩილი აგენტურის მოყვანაზე გადის და სწორედ ეს უსამშობლო ადამიანები, მზად არიან ძალაუფლება ჩაიგდონ ნებისმიერ ფასად, მათ შორის არეულობის, რევოლუციის გზით. შემდეგ კი საქართველო რა თქმა უნდა, ჩართონ ომში.

მაგრამ ამის თავიდან აცილების, რისკების განეიტრალებისა და ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნების გარანტი ჩვენი ლიდერი, ბატონი ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნებაა". და ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ დაწყებულ გზას ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას, ჩვენი ხალხის ინტერესების დაცვას და ბოლომდე გავიყვანთ ჩვენს ქვეყანას სამშვიდობოს.

დღეს არჩევანი მეგობრებო მარტივია, ჩვენ უნდა ავირჩიოთ ან ომი, ან მშვიდობა, თუმცა გავიმეორებ, სიფრთხილე და მაქსიმალური მობილიზება გვმართებს! 26 ოქტომბერს იქნება გადამწყვეტი ბრძოლა მშვიდობის შენარჩუნებისთვის და ჩვენი ქვეყნის გამარჯვებისთვის. 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს აჭარა და გაიმარჯვებს საქართველო," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები