22 ნოემბერი 2024,   05:13
ვრცლად
მამუკა მდინარაძე ხაზარაძეზე და გახარიაზე: ორივე დღეს ბევრად დიდ ხიფათს წარმოადგენს, ვიდრე გაშიფრული "ნაციონალურ მოძრაობის" ძველი ფლანგი, მათი მთავარი დავალება "ნაცმოძრაობის" კრიმინალური წარსულის ჩამორეცხვა და სამართლებრივი "გაპრავება" იქნება

საზოგადოებას მოვუწოდებთ, რომ კიდევ ერთხელ, კარგად გაიხსენონ და გააანალიზონ ჩემს მიერ ჩამოთვლილი ფაქტები. სააკაშვილიც, გვარამიაც, ხაზარაძეც და გახარიაც ერთი ხელიდან მართული აგენტურაა. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ მინიმუმ ორი მათგანი, უდიდესი ალბათობით, ბარიერს ვერ გადალახავს, ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ამ ოთხი აგენტურული პარტიიდან ნებისმიერისთვის მიცემული თითოეული ხმა, გადაჭარბების გარეშე, არის არა მხოლოდ უდიდესი ხიფათის შექმნა ჩვენი მშვიდობიანი და ღირსეული ხვალინდელი დღისთვის, არამედ ქვეყნის არსებობისთვისაც კი, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე. 

მისივე თქმით, გიორგი გახარიას და მამუკა ხაზარაძის პარტიები დღეს ბევრად უფრო დიდ ხიფათს წარმოადგენს ქართული საზოგადოებისთვის, ვიდრე ყველასათვის გაშიფრული "ნაციონალურ მოძრაობის" ძველი ფლანგი და მათი მთავარი დავალება კი, სწორედ ნაცმოძრაობის კრიმინალური წარსულის ჩამორეცხვა იქნება. 

"შეჯამებისთვის უნდა ითქვას, რომ თუ სააკაშვილი და მისი გუნდი პატრონებმა ნელ-ნელა ჩაიყენეს სამსახურში და უამრავ, უსასტიკეს დანაშაულზე მოაწერინეს ხელი, ეს ყველაფერი გახარიას და ხაზარაძის თვალწინ ხდებოდა. მათ ძალიან კარგად იციან, რა სიმძიმის დავალებებს მიიღებენ და იღებენ, თუმცა წარსულის ცუდი გამოცდილება მათთვის არანაირი დაბრკოლება არ არის. ამიტომ, ერთიც და მეორეც დღეს ბევრად უფრო დიდ ხიფათს წარმოადგენს ქართული საზოგადოებისთვის, ვიდრე ყველასათვის გაშიფრული "ნაციონალურ მოძრაობის" ძველი ფლანგი. ერთ - ერთი პირველი და მთავარი დავალება კი, სწორედ ნაცმოძრაობის კრიმინალური წარსულის ჩამორეცხვა და ჟარგონზე რომ ვთქვათ, მათი სამართლებრივი "გაპრავება" იქნება," -  განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები