22 ნოემბერი 2024,   04:08
ვრცლად
ამნისტიის შედეგად საპატიმროები 250-მდე მსჯავრდებულმა უკვე დატოვა

ამნისტიის შედეგად, ამნისტიის შედეგად საპატიმროები უკვე 250-მდე მსჯავრდებულმა დატოვა.

4 800-მდე მსჯავრდებულს სასჯელი სხვადასხვა ვადით შეუმცირდა. ამნისტია სისხლის სამართლის კოდექსის 290-ზე მეტი მუხლის სასჯელისგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლებას ითვალისწინებს.

"ძალიან ჰუმანური აქტი გააკეთეს და უკვე მეორედ თუ მესამედ გააკეთეს. მაშინდელი რეჟიმი რომ იყო საშინელება, ისეთი არ არსებობს არაფერი. სიწყნარე, სიმშვიდე, ყურადღება - ყველაფერია. აბსოლუტურად ყველასი მადლობელი ვარ, დიდი მადლობა მინდა ვუთხრა, რომ ასე გაგვათავისუფლეს,“ - აცხადებს ერთ-ერთი გათავისუფლებული.

პარლამენტმა "ამნისტიის შესახებ" კანონი 17 სექტემბერს მიიღო.

 

დღის ამბები