ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ "ფიფასთან" ინტერვიუში, ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალიასთან გატანილ გოლზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო, რადგან თამაშობდა ფეხბურთელთან, რომელსაც ბავშვობიდან გულშემატკივრობდა.
"ევროზე პორტუგალიასთან მატჩი ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში იყო. მე ვთამაშობდი იმ მოთამაშის წინააღმდეგ, რომელსაც ბავშვობიდან გავყევი და კერპად ვაფასებდი. თამაშის დაწყებამდე საკუთარ თავს ვუთხარი "ეს ჩემი მომენტია" და ვიცოდი, რომ ეს მოედანზე უნდა მეჩვენებინა. შენი კერპის წინააღმდეგ თამაში დიდი მოტივაციაა. წარმოუდგენელი იყო. ჩემთან მოვიდა და წარმატებები მისურვა. მთვარეზე ვიყავი და კიდევ უფრო დარწმუნებული ვიყავი, რომ საქართველო გაიმარჯვებდა. იმ საღამოს ყველაფერი გავეცი და ჩემს გუნდს ისტორიული შედეგის მიღწევაში დავეხმარე," - აცხადებს ხვიჩა კვარაცხელია.
მისივე თქმით, ყველაფერს გააკეთებს, რომ საქართველომ მისით იამაყოს.
"მინდა, რაღაც განსაკუთრებული გავაკეთო ჩემი ქვეყნისთვის. მჯერა, რომ რასაც ახლა ვაკეთებ ეს საქართველოს ეხმარება და პირიქით, საქართველო მეხმარება მე. უზომოდ ვამაყობ, რომ ქართველი ვარ. მადლობა ღმერთს, რომ საქართველოში დავიბადე და ამ ისტორიული ქვეყნის შვილი ვარ. მე ყოველთვის ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩემმა ქვეყანამ ჩემით იამაყოს," - ამბობს ხვიჩა კვარაცხელია.