22 ნოემბერი 2024,   04:35
ვრცლად
იტალიელი ევროპარლამენტარი: ვინ უნდა მართოს საქართველო, ეს არ უნდა გადაწყვიტოს არც ამერიკამ, არც სხვა რომელიმე ძალამ, მხოლოდ ხალხმა უნდა გადაწყვიტოს

"ვინ უნდა მართოს საქართველო, ეს არ უნდა გადაწყვიტოს არც ამერიკამ, არც სხვა რომელიმე ძალამ, მხოლოდ ხალხმა უნდა გადაწყვიტოს", - განაცხადა იტალიელმა ევროპარლამენტარმა, დანილო დელა ვალემ ევროპარლამენტში, საქართველოს შესახებ გამართულ დებატებზე.

"როდესაც ამ პარლამენტის უმრავლესობის ჯგუფები საგარეო საქმეთა საკთხებს ეხებიან, ზედაპირზე ამოდის ევროკავშირის ყველა ორმაგი სტანდარტი და პირმოთნეობა. საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ცდილობს ევროკავშირთან დაახლოებას და რომელმაც დაიწყო გაწევრიანების პროცესი, რამაც სერიოზული ენთუზიაზმი წარმოშვა მოქალაქეებში, რაც დასაფასებელია. ეს ჩვენთვის არის შესაძლებლობა, რომ გავაუმჯობესოთ დიალოგი და გავაძლიეროთ დიპლომატიური კავშირები. უკრაინაში ომის ფონზე, ხალხს სურს კონკრეტული გეოპოლიტიკური ხედვის დაწესება ისეთ ქვეყნებზე, როგორიც საქართველოაა, ეს ხდება ნატოსა და შეერთებული შტატების კარნახით“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა.

დღის ამბები