22 ნოემბერი 2024,   03:43
ვრცლად
ლევან დავითაშვილი სამგორის რაიონში მოღვაწე ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი სამგორის რაიონში მოღვაწე ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. საუბარი, ძირითადად, ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამებს ეხებოდა. განიხილეს მმართველი გუნდის საარჩევნო პროგრამაც.

დასახული მიზნების შესრულებისთვის აღინიშნა ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნების მნიშვნელობა.

"საინტერესო იყო ბიზნესთან დიალოგი. გუშინ ჩვენ გვქონდა საარჩევნო პროგრამის წარდგენა. პრემიერმა დეტალურად ისაუბრა იმ მიზნებზე, რომელიც გუნდს
აქვს 2028 წლისთვის. ვისაუბრეთ იმაზე, რომ ჩვენ ამ ყველაფერს მივაღწევთ მხოლოდ მაშინ, როდესაც ქვეყანა შეინარჩუნებს მშვიდობას,"- აცხადებს ლევან დავითაშვილი.

შეხვედრას სასტუმრო ჰუალინგში, ლევან დავითაშვილთან ერთად, სამგორის დელეგატი, ვარლამ ლიპარტელიანი და რაიონის გამგებელი ესწრებოდნენ.

დღის ამბები