22 ნოემბერი 2024,   04:22
ვრცლად
თბილისში, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა

თბილისში, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 62-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა. აქცენტი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე გაკეთდა - რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო დაბრუნების მიმართულებით წინსვლის საჭიროებაზე.

ასევე, გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აღდგენის მნიშვნელობაზე.

შეგახსენებთ, რომ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 5-6 ნოემბერს არის დაგეგმილი.

დღის ამბები