22 ნოემბერი 2024,   03:50
ვრცლად
ცესკო-ში აუდიტირების პროცესს, საარჩევნო ტექნოლოგიების ტესტირების ლაბორატორია “Pro V&V“ ჩაატარებს

ცენტრალური საარჩევნო კომისია საარჩევნო ტექნოლოგიების შესაბამისობის აუდიტს განაგრძობს. აუდიტირების პროცესს, საარჩევნო ტექნოლოგიების ტესტირების ლაბორატორია “Pro V&V“ ჩაატარებს, რომელსაც ამერიკის შეერთებულ შტატებში აქვს მრავალწლიანი გამოცდილება.

ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი შარაბიძის ცნობით, ეს არის ერთ-ერთი იმ ორი კომპანიიდან, რომელსაც ამერიკაში შესაბამისი ინსტიტუციების სათანადო აკრედიტაცია გააჩნია.

“აუდიტი განხორციელდება სამ ფაზად, პირველ ეტაპზე, სრულიად შესწავლილი იქნება ხმის მთვლელი ელექტრონული აპარატის ფუნქციები, კერძოდ ზუსტად ასახავს თუ არა ხმის მთვლელი აპარატი ამომრჩევლის მიერ დაფიქსირებულ არჩევანს. კომპანია ასევე შეისწავლის, შესაძლებელია თუ არა ერთი პირის დუბლირება სხვადასხვა საარჩევნო უბანზე.

მეორე ეტაპზე, “Pro V&V-ის“ წარმომადგენლები უშუალოდ დააკვირდებიან, ელექტრონული მოწყობილობების საარჩევნოდ მომზადების პროცესს.

მესამე და დასკვნით ეტაპზე, “Pro V&V-ის“ წარმომადგენლები, აპარატის მუშაობას დააკვირდებიან, უშუალოდ კენჭის ყრის დღეს, სადაც დაადგენენ რამდენად შესაბამისობაში იქნება ელექტრონული მოწყობილობების ფუნქციონირება საწყის კოდთან, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობასთან, ცესკოს-მიერ დადგენილ ნორმებთან და საერთაშორისო სტანდარტებთან“, - განაცხადა გიორგი შარაბიძემ.

დღის ამბები