წნორში ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობა დასრულდა. ადგილზე მინი ფეხბურთის, კალათბურთისა და ფრენბურთის მოედანი მოეწყო, 150 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნებით.
ამას გარდა, სპორტული კომპლექსი მოიცავს მულტიფუნქციურ სივრცეს ფიზიკური მომზადებისა და ჭიდაობისთვის. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 მილიონ სამასი ათასი ლარით დაფინანსდა.