უკრაინაში ომი გრძელდება - ქვეყნის რამდენიმე ოლქში, მათ შორის, კიევში ღამით ე.წ “შაჰედის“ დრონებით თავდასხმის გამო განგაში ამოქმედდა. აფეთქებების ხმა ისმოდა ხარკოვშიც.
ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა დაადასტურა, რომ მისმა ქვეყანამ უკრაინას F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების პირველი პარტია გადასცა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში უწყების ხელმძღვანელი წერს, რომ თვითმფრინავების გადაცემა აუცილებელი ნაბიჯი იყო. რუბენ ბრეკელ-მანსი გუშინ მოულოდნელი ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა. მან კიევი და ხარკოვი მოინახულა.