მსოფლიოში ყველაზე მაღალი ცათამბჯენის მშენებლობა განახლდება - მისი სიმაღლე 1 კილომეტრი იქნება
საუდის არაბეთში, მსოფლიოში ყველაზე მაღალი ცათამბჯენის მშენებლობა მრავალწლიანი პაუზის შემდეგ კვლავ განახლდება. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ცათამბჯენი სახელწოდებით Jeddah Tower-ი მშენებლობის დასრულების შემდეგ, სიმაღლეში 1 კილომეტრი იქნება, რაც მას მსოფლიოში ყველაზე მაღალ შენობად აქცევს. მისი მშენებლობა 7 წლის განმავლობაში, ანტიკორუფციული წმენდის გამო იყო შეჩერებული.
მშენებლობის განვითარების კონსორციუმის Jeddah Economic Company-ის ინფორმაციით, მშენებლობის დასრულება 2028 წელს იგეგმება.