22 ნოემბერი 2024,   04:01
ვრცლად
ხაშურის რაიონის სოფელ ხცისში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს

ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს შიდა ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა.

ხაშურის რაიონის სოფელ ხცისში, საკარმიდამო ნაკვეთში დამონტაჟებული რეგისტრირებული სახერხი-საამქროს ტერიტორიაზე აღმოჩენილია უკანონოდ მოპოვებული, საერთო ჯამში 50 კუბურ მეტზე მეტი, სხვადასხვა სახეობის ხის მასალა.

სახერხი დაილუქა; მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაგზავნილია შესაბამის უწყებაში.

დღის ამბები