24 ნოემბერი 2024,   15:49
ვრცლად
აშშ-ის ისტორიაში მეორედ, მსჯავრდებულს, აზოტის გამოყენებით სიკვდილით დასჯიან

ალაბამას შტატში, აშშ-ის ისტორიაში მეორედ, მსჯავრდებულს, აზოტის გაზის გამოყენებით, სიკვდილით დასჯიან. ინფორმაციას Abcnews-ი ავრცელებს.

59 წლის ალან იუჯინ მილერს, სიკვდილით დასჯა 1999 წელს, თავისი მაშინდელი კოლეგების - ლი ჰოლდბრუკსისა და კრისტოპერ სკოტ იანსის, ასევე ყოფილი უფროსის, ტერი ლი ჯარვისის მკვლელობისთვის მიესაჯა.

მილერის სიკვდილით დასჯა 2022 წლის სექტემბერში, სასიკვდილო ინიექციით იყო დაგეგმილი, მაგრამ სიკვდილით დასჯა მას შემდეგ გაუქმდა, რაც სასიკვდილო ინიექციის შეყვანისთვის ინტრავენური მილის დაყენება ვერ მოხერხდა.

2024 წლის მაისში, ალაბამას უზენაესმა სასამართლომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტს ნება დართო, მილერის სასიკვდილო განაჩენი სისრულეში აზოტის ჰიპოქსიის გამოყენებით მოეყვანა.

დღის ამბები