22 ნოემბერი 2024,   08:37
ვრცლად
5-6 ოქტომბერს "თბილისობის" ფარგლებში ღონისძიებები რიყის პარკსა და ორბელიანის მოედანზე გაიმართება

5 და 6 ოქტომბერს დედაქალაქში "თბილისობა" აღინიშნება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა.

როგორც დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე ითქვა ღონისძიებები ორ ადგილას – რიყის პარკსა და ორბელიანის მოედანზე ჩატარდება.

"ჩვენ ყოველ წელს აღვნიშნავთ ჩვენი ქალაქის დღეებს. წელსაც 5 და 6 ოქტომბერი იქნება დედაქალაქის დღეები, „თბილისობა“, რომელიც რიყის პარკსა და ორბელიანის მოედანზე გაიმართება. ძალიან საინტერესო ღონისძიებებია დაგეგმილი, რის შესახებაც დეტალურ ინფორმაციას სულ მალე გაგიზიარებთ. იქამდე კი მოინიშნეთ 5 და 6 ოქტომბერი, ეს იქნება დედაქალაქის დღეები და ერთად აღვნიშნოთ „თბილისობა", - აღნიშნა კახა კალაძემ.

დღის ამბები