22 ნოემბერი 2024,   08:14
ვრცლად
მეათე მოწვევის პარლამენტმა მუშაობა დაასრულა

მეათე მოწვევის პარლამენტმა დღეს ბოლო სხდომა გამართა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პლენარული სხდომის გახსნისას განაცხადა, დღეს, სავარაუდოდ, ამ მოწვევის პარლამენტის ბოლო სხდომაა და პარლამენტი მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში შეიკრიბება.

პარლამენტის ვიცე სპიკერის, გიორგი კახიანის განცხადებით, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე საპარლამენტო სხდომა აღარ ტარდება.

მისივე თქმით, საჭიროების შემიხვევა, რა თქმა უნდა, პარლამენტი შეიძლება შეიკრიბოს, თუმცა, დიდი ალბათობით, დღეს ამ მოწვევის პარლამენტისთვის ბოლო სხდომა იყო.

"მოგეხსენებათ, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე საპარლამენტო სხდომები აღარ ტარდება, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, პარლამენტი, შეიძლება, შეიკრიბოს. დიდი ალბათობით, დღევანდელი დღე იყო ბოლო სხდომა ამ მოწვევის პარლამენტისთვის", – განაცხადა გიორგი კახიანმა.

დღის ამბები