22 ნოემბერი 2024,   08:56
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი: მეათე მოწვევის პარლამენტის ბოლო სხდომას ოპოზიციის დიდი ნაწილი არ ესწრება - ევროპა და ევროპულობა ზოგიერთ ოპოზიციონერს განსხვავებულად ესმის

"მეათე მოწვევის პარლამენტის ბოლო სხდომას ოპოზიციის დიდი ნაწილი არ ესწრება. პარლამენტის ბოლო სხდომას არ ესწრებიან: ნიკა მაჭუტაძე, ნატო ჩხეიძე, თამარ კორძაია, გრიგოლ ვაშაძე, თამარ ჩარკვიანი, დავით ბაქრაძე,  არმაზ ახვლედიანი, რომან გოცირიძე, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია" სრული შემადგენლობით და  პოლიტიკური ჯგუფი "მოქალაქეები" სრული შემადგენლობით", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპა და ევროპულობა ზოგიერთ ოპოზიციონერს განსხვავებულად ესმის.

"ამასწინათ, ერთ-ერთ უცხოელ კოლეგასთან მქონდა საუბარი და ასეთი ტერმინი გამოიყენა "პროევროპული ოპოზიცია". შემდეგ ვისაუბრეთ ამასთან დაკავშირებით, თუ ეს არის ევროპა, რომ სამსახურში არ უნდა იარო, მომავალ პარლამენტში მანდატი სთხოვო ხალხს და მანდატი, რომელიც ახლა გაქვს, იმას არ ახორციელებდე, მაშინ ჩვენ და ის უცხოელი კოლეგა ვერ ვთანხმდებით რა არის ევროპა. ჩვენ სხვანაირად გვესმის ევროპა. ჩვენ ევროპა გვესმის ისე, რომ  ადამიანმა ის მანდატი, რომელიც მოქალაქეებმა მისცეს, ის ხელფასი, რომელსაც ის მოქალაქეებისგან იღებს, ამ მანდატის განხორციელებისთვის, საქმეს უნდა მოახმაროს, მაგრამ როგორც ჩანს, სხვა წარმოდგენა აქვს ზოგიერთ ოპოზიციონერს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

დღის ამბები