22 ნოემბერი 2024,   08:10
ვრცლად
აშშ-ის სანაპიროსთან 168 წლის წინ ჩაძირული ფრანგული სამგზავრო გემი აღმოაჩინეს

მყვინთავებმა, 1856 წელს საზღვაო კატასტროფის შედეგად ჩაძირული ფრანგული სამგზავრო გემი Le Lyonnais-ი აღმოაჩინეს, რომლის პოვნის იმედები მყვინთავებს წლების განმავლობაში დაკარგული ჰქონდათ. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.

გემის ნამსხვრევები მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ ნიუ ბედფორდიდან 322 კილომეტრის დაშორებით, კომპანია Atlantic Wreck Salvage-მა აღმოაჩინა.

ორთქლმავალი გემის სამძებრო ოპერაცია წლების განმავლობაში მიმდინარეობდა. ამჟამად მყვინთავთა ჯგუფი გემის ჩაძირვის ადგილის შესწავლას გეგმავს, რათა ტერიტორია გამოიკვლიონ და დაადგინონ, გემის რა ფრაგმენტებია გადარჩენილი და რის ამოღებას შეძლებენ ხმელეთზე.

Atlantic Wreck Salvage-ის სპიკერის, ჯენიფერ სელიტის განმარტებით, გემის აღმოჩენა ერთი ისტორიის დასასრულია და გარკვეულწილად მეორე ისტორიის დასაწყისია, რადგან მნიშვნელოვანია ხომალდის ფრაგმენტების შესწავლა მოხდეს.

დღის ამბები