24 ნოემბერი 2024,   15:57
ვრცლად
საქართველოს პრეზიდენტი ოლიმპიელებსა და პარალიმპიელებს უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოს გადასცემს

მზადება ოლიმპიელებისა და პარალიმპიელების დაჯილდოების ცერემონიალისთვის ორბელიანების სასახლესთან. სპორტსმენებს ჯილდოს სალომე ზურაბიშვილი გადასცემს.

უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოს გადაცემის გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად მიიღო.

ოლიმპიელებისა და პარალიმპიელების პარალელურად, ჯილდოზე წარდგენილია არაერთგზის ჩემპიონი, პარასპორტსმენი ირმა ხეცურიანი და მწვრთნელები.

პარიზიდან ტრიუმფით დაბრუნებულების საზეიმო დახვედრა გუშინ გაიმართა. ღონისძიებაზე პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გააჟღერა გადაწყვეტილება ფულადი ჯილდოების შესახებაც.

დღის ამბები