22 ნოემბერი 2024,   08:58
ვრცლად
600-მდე საარჩევნო უბანზე იმიტირებული კენჭისყრა იმართება - მასში მონაწილეობა ნებისმიერ ამომრჩეველს შეუძლია

არჩევნებთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, ცესკო კიდევ ერთ პროექტს იწყებს - დღეს, ქვეყნის მასშტაბით 598 საარჩევნო უბანზე, იმიტირებული კენჭისყრა იმართება. მასში მონაწილეობა ნებისმიერ ამომრჩეველს შეუძლია.

მოქალაქეები პირადად გაეცნობიან ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობას, რეგისტრაციისა და ხმის მიცემის პროცედურებს.

იმიტირებული კენჭისყრა, უკვე საათზე მეტია, მიმდინარეობს და 18:00 საათამდე გაგრძელდება.

არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება.

დღის ამბები