25 ნოემბერი 2024,   01:31
ვრცლად
ვენეციის ბიენალეს მთავარი ჯილდოსთვის, ქართველი რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილი იბრძვის - წითელ ხალიჩაზე ქართველი მსახიობები უკვე გამოჩნდნენ

1996 წლის შემდეგ პირველად, ვენეციის ბიენალეს მთავარი ჯილდოსთვის ქართველი რეჟისორი იბრძვის. დეა კულუმბეგაშვილის ფილმთან ერთად, ვენეციის 81-ე კინოფესტივალზე ოქროს ლომზე წარდგენილია არაერთი ცნობილი რეჟისორის ფილმი, მათ შორის არიან პედრო ალმადოვარი და ლუკა გვადანონი.

წითელ ხალიჩაზე ქართველი მსახიობები უკვე გამოჩნდნენ. კინოსურათში მთავარ როლებს ია სუხიტაშვილი, კახა კინწურაშვილი და მერაბ ნინიძე ასრულებენ. ფილმში, სახელწოდებით "აპრილი" პროვინციული ქალაქის საავადმყოფოში მომუშავე ექიმის ისტორიაა გადმოცემული, რომლის ერთ-ერთი მორიგეობაც საბედისწერო ხდება.

დღის ამბები