22 ნოემბერი 2024,   08:30
ვრცლად
პარლამენტი "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ" საკანონმდებლო პაკეტზე მეორე მოსმენით დღეს იმსჯელებს

პარლამენტი დღეს "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ" საკანონმდებლო პაკეტზე მეორე მოსმენით იმსჯელებს. პროექტით განისაზღვრება სხვადასხვა საკითხი, მათ შორის ქორწინებასთან, არასრულწლოვნის შვილად აყვანასთან, სქესის შეცვლის ოპერაციასთან, დოკუმენტში სქესის მითითებასთან, განათლებასთან და ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებული საკითხები. საკანონმდებლო პაკეტი მეორე მოსმენით იურიდიულმა კომიტეტმა გუშინ განიხილა და მხარი დაუჭირა. კანონპროექტით, კანონი გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს ამოქმედდება.

"ჩვენ საშემოდგომო სესიაზე გავაგრძელებთ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტის განხილვას. შესაბამისად, მივიღებთ კიდეც, და ეს კიდევ წინასაარჩევნოდ დაამტკიცებს, რომ ლგბტ დროშა კარგად, მყარად უჭირავს ოპოზიციას და ასე დადის საზოგადოებაში, იმიტომაც გამოაბუნძულებენ ხოლმე ძალიან ბევრი რეგიონებიდან.

ჩვენ კი გვიჭირავს ეროვნული დროშა, ტრადიციები, მშვიდობა, შესაბამისად ეს იქნება სლოგანი და წყალგამყოფი ჩვენსა და ოპოზიციას შორის, არჩევანს კი ქართული საზოგადოება გააკეთებს",  - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" წევრი გურამ მაჭარაშვილი.

დღის ამბები