22 ნოემბერი 2024,   04:36
ვრცლად
საკონსტიტუციო სასამართლოს განხილვებზე კოლექტიურმა "ნაცმოძრაობამ“ დაამობილიზა​"იურიდიული ელიტა“, თუმცა პარლამენტიდან მისულია სამი უაღრესად გონიერი ახალგაზრდა იურისტი, რომლებმაც აბსოლუტურად გააცამტვერეს ეს ადამიანები - პრემიერი

საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვებზე ერთ მხარეს არიან გონიერი, კომპეტენტური იურისტები და მეორე მხარეს არიან დრომოჭმული პოლიტიკოსები, ე.წ. იურისტები, რომლებსაც არაფერი აქვთ სათქმელი ამ პროცესზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საკონსტიტუციო სასამართლოს განხილვებზე კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ დაამობილიზა​საკუთარი "იურიდიული ელიტა", თუმცა იქ პარლამენტიდან მისულია სამი უაღრესად გონიერი ახალგაზრდა იურისტი, რომლებმაც აბსოლუტურად გააცამტვერეს ეს ადამიანები და მათი არგუმენტები.

"გრძელდება საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვები და მგონია, კიდევ უფრო მძიმე წუთები და საათები ელოდებათ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებს, ერთი მიზეზი არის ის, რომ სიმართლე არის პარლამენტის მხარეს, რომელმაც მიიღო „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი და მეორე, აშკარად დისბალანსია კომპეტენციის თვალსაზრისით. ერთ მხარეს არიან გონიერი, კომპეტენტური იურისტები და მეორე მხარეს არიან დრომოჭმული პოლიტიკოსები, ე.წ. იურისტები, რომლებსაც არაფერი აქვთ სათქმელი ამ პროცესზე.

დეტალებში ვერ ვიქნები ჩართული, მე არ ვარ პარლამენტის წარმომადგენელი, მაგრამ ვფიქრობ, რომ თუ ეს ასე დეტალურად იყო განხილული ვფიქრობ, ეს იყო იდეალური გადაწყვეტილება. იმ შემთხვევაში, თუ მეორე მხარესაც იქნებოდნენ პოლიტიკოსები, რეალურად ეს განხილვა გადავიდოდა სამართლებრივი ჭრილიდან პოლიტიკურ ჭრილში, მაშინ როდესაც უმჯობესი იყო, რა თქმა უნდა, სამართლებრივი ჭრილში ამ საკითხის განხილვა, სწორედ იმ პირობებში, როდესაც სამართლებრივად იქნა განხილული საკითხები საკონსტიტუციო სასამართლოში, პირწმინდად დამარცხდა კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ სამ ახალგაზრდა გონიერ და კომპეტენტურ იურისტთან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები