22 ნოემბერი 2024,   03:29
ვრცლად
ხაზგასმით ვაცხადებ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" და მისთვის დავალების მიმცემები, საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენენ - ბიძინა ივანიშვილი 

ხაზგასმით ვაცხადებ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" და მისთვის დავალების მიმცემები, საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენენ - ამის შესახებ  "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე  ბიძინა ივანიშვილმა, ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე ოზურგეთში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა:

"კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობა“ ამ ქვეყნის არაკეთილმოსურნეთა სამსახურში დგას და ეს უკვე არაერთხელ დამტკიცდა. 

ხაზგასმით ვაცხადებ, რომ ეს ძალა და მისთვის დავალების მიმცემები საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენენ!

დარწმუნებული ვარ, კრიტიკული აზროვნებით გამორჩეული გურულები ამას თავადაც კარგად ხედავთ. 

დამეთანხმებით, რომ მუდმივად რევოლუციების მოწყობისა და ქვეყნის არევის მცდელობის რეჟიმში ცხოვრება ქვეყნის განვითარებასა და წინსვლას აფერხებს.
ამიტომაც, 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს  რადიკალების მონაწილეობა ქართულ პოლიტიკაში. და არათუ უნდა დასრულდეს, დღის წესრიგში უნდა დადგეს რეჟიმის გასამართლების საკითხი ყველაზე მძიმე დანაშაულისთვის, რაც მათ 2008 წლის აგვისტოში ჩაიდინეს და რამაც ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლე შეიწირა და საქართველოს ორი ისტორიული რეგიონი დაგვაკარგვინა. პირობას გაძლევთ, რომ არჩევნების შემდეგ ჩვენ აუცილებლად გავასამართლებთ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ მოღალატეობრივი ქმედებების გამო! 
სხვაგვარად შეუძლებელია! 

უფლისა და სამშობლოს წინაშე ვალდებულნი ვართ, რომ ჩვენს შვილებს, ჩვენს მომავალ თაობას ჯანსაღი, დემოკრატიული პოლიტიკური სივრცე დავუტოვოთ, რათა საზოგადოებას არ უწევდეს არჩევანი ომსა და მშვიდობას, უცხო ქვეყნის აგენტებსა და ქართველი ხალხის ინტერესების გამტარებელ პოლიტიკურ გუნდს შორის და არჩევანს კარგსა და უკეთესს შორის აკეთებდეს. 
ამიტომაც, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, ისევე, როგორც 2012 წლის 1 ოქტომბერს, ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს!"- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 

დღის ამბები