22 ნოემბერი 2024,   03:27
ვრცლად
"ქართული არასამთავრობო რომ დააბრალებს ცხინვალის დაბომბვას ეს არის წითელი ხაზი" - თამარ ტყეშელაშვილი

"ქალბატონო ანა, ოკუპირებული ტერიტორიების მქონე ქვეყანას გვაქვს თუ არა უფლება, ვიცოდეთ, ვინ საიდან ფინანსდება?!"- ამ კითხვით იუსტიციის მინისტრმა თამარ ტყეშელაშვილმა, დღეს, საკონსტიტუციო სასამართლოში "გამჭვირვალობის" კანონის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის განხილვისას, ანა ნაცვლიშვილს დასმულ კითხვის პასუხად მიმართა, რომელიც მშვიდობის აღდგენის პროცესზე კანონის გავლენას შეეხებოდა.

"ვთქვათ პირდაპირ, "საია"“-ს სარჩელი იყო, ქართული არასამთავრობო რომ დააბრალებს ცხინვალის დაბომბვას, ეს არის წითელი ხაზი და აქ ნუღარ გადავალთ", - განაცხადა თამარ ტყეშელაშვილმა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის საკონსტიტუციო განხილვისას.

დღის ამბები