ჩინეთში, ორმა უცნობმა ქალმა, ტირილის გამო ბავშვი თვითმფრინავის ტუალეტში ჩაკეტა. ერთ-ერთმა მათგანმა ამის ამსახველი ვიდეო კადრები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, რამაც დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
საკუთარ პოსტში ქალი წერდა, რომ ამ ქმედებით ის ბორტზე მყოფი სხვა მგზავრების დახმარებას ცდილობდა.
მოგვიანებით ავიაკომპანიამ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ გოგონას ბებიამ ქალს ნება დართო "სააღმზრდელო ღონისძიება გაეტარებინათ".
შემთხვევა 24 აგვისტოს, Juneyao Airlines-ის რეისზე მოხდა, რომელიც ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთის ქალაქ გუიანგიდან შანხაიში მიემართებოდა.