მამაკაცს, რომელმაც ცოლი და ორი მეგობარი მოკლა, თელავის რაიონულმა სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სხდომა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.
პროცესზე ბრალდებულმა ზვიად ზურაბაშვილმა სიტყვის უფლებით ისარგებლა და დანაშაულის მოტივზე ისაუბრა. დაკავებული სამმაგ მკვლელობას აღიარებს და ამბობს, რომ არ ნანობს.
"ჩემმა უსაყვარლესმა მეუღლემ და ჩემმა უახლოესმა მეგობრებმა რომ ერთიმეორესთან ურთიერთობა დაიჭირეს, მაგის გულისთვის, ახლაც რომ ცოცხლები იყვნენ, კიდე ერთხელ მოვკლავდი", - განაცხადა ბრალდებულმა სასამართლო სხდომაზე.