22 ნოემბერი 2024,   03:39
ვრცლად
საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე დავას თამამად შეიძლება ეწოდოს, ობიექტური ინფორმირებულობა vs დეზინფორმაცია - რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, "გამჭვირვალობის კანონთან" დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე დავას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ აღნიშნულ დავას თამამად შეიძლება გამჭვირვალობის წინააღმდეგ ბრძოლა ეწოდოს.

მისი განმარტებით, სახელმწიფოს, რომლის ტერიტორიების ნაწილიც დღემდე ოკუპირებულია, უნდა ჰქონდეს ლეგიტიმური შესაძლებლობა, ღიად მოიპოვოს ინფორმაცია უცხოური ინტერესების შესახებ.

"საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე დავას თამამად შეიძლება ეწოდოს - გამჭვირვალობა vs გაუმჭვირვალობა; ობიექტური ინფორმირებულობა vs დეზინფორმაცია; სიცხადე vs ბუნდოვანება.

P.s სახელმწიფოს, რომლის ტერიტორიების ნაწილიც დღემდე ოკუპირებულია, უნდა ჰქონდეს ლეგიტიმური შესაძლებლობა, ღიად მოიპოვოს ინფორმაცია უცხოური ინტერესების შესახებ და გახადოს მოსახლეობისთვის საჯარო", - წერს რატი ბრეგაძე.

დღის ამბები