აშშ-ში, ტენესის შტატში, პირველი ხარისხის მკვლელობაში ეჭვმიტანილი, რომელიც პოლიციას რამენიმე თვის განმავლობაში ემალებოდა, დააკავეს.
abcnews-ის ინფორმაცით, ის სახლის სხვენში იმალებოდა. ეჭვმიტანილი პოლიციამ მას შემდეგ იპოვა, რაც ის სხვენი ჩაინგრა და ძებნილი ჩავარდა.
20 წლის დეარიო ვილკერსონი 9 აპრილიდან იძებნებოდა. მას ბრალად პირველი ხარისხის მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღის გაუფრთხილებლად გამოყენება ედება ბრალად, რამაც ადამიანის სიცოხლე იმსხვერპლა. გარდაცვლილი ტროი კანინგჰემია ის საკუთარ ბინაში 2 აპრილს იპოვეს.