22 ნოემბერი 2024,   04:30
ვრცლად
უგანდაში, მამაკაცს ადამიანის 24 თავის ქალა აღმოუჩინეს - მას ბრალი ადამიანების მსხვერპლშეწირვის რიტუალის ჩატარებაში ედება

უგანდელ მამაკაცს 24 თავის ქალა უპოვეს. პოლიცია ეჭვობს, რომ მამაკაცი, რომელიც თვითგამოცხადებული მკურნალია, ადამიანების მსხვერპლშეწირვის რიტუალს ატარებდა.

პოლიციამ ეჭვმიტანილი მამაკაცის, დდამულირა გოდფრის სალოცავში, ცხოველთა ნაშთები და ტყავიც აღმოაჩინა. სამართალდამცველები ჩხრეკას აგრძელებენ და ფიქრობენ, რომ იქ, შესაძლოა, ადამიანების ნაშთებიც აღმოაჩინონ.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მამაკაცს სამუდამო პატიმრობა ემუქრება.

ცნობისთვის, უგანდაში გასულ თვესაც აღმოაჩინეს ადამიანის 17 თავის ქალა. ამ შემთხვევაშიც მიიჩნევა, რომ დანაშაული ადამიანების მსხვერპლშეწირვის რიტუალს უკავშირდება.

წყარო: BBC

დღის ამბები