საქართველოს ჰიმნი, პარიზის ოლიმპიადის შემდეგ, მკლავჭიდსა და პარამკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონატის ქართველმა მონაწილეებმა გააჟღერეს. მოლდოვაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ეროვნულმა ნაკრებმა 5 ოქროს, 7 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ახალგაზრდა მკლავჭიდელებმა კი 10 ოქრო, 10 ვერცხლი და 9 ბრინჯაო. ამავე ჩემპიონატზე ქართველმა პარასპორტსმენებმა 96 მედალი აიღეს. მათგან 36 ოქრო, 32 ვერცხლი და 28 ბრინჯაო. საერთო ჯამში მლკავჭიდელები საქართველოში 143 მედლით დაბრუნდნენ.
პრიზიორებს შორის არის "რუსთავი 2"-ის თანამშრომელი, პარამკლავჭიდელი ირმა ზვერიაშვილი. მის სპორტულ მიღწევებს ამ მსოფლიო ჩემპიონატზე ორი მედალი შეემატა.
მკლავჭიდელების, მათ შორის პარასპორტსმენების წახალისებისთვის და მხარდაჭერისთვის, მიღებულია გადაწყვეტილება ფულადი პრემიის გაცემის შესახებ. მთავრობის განკარგულებით ჩემპიონები 17 000 ლარს მიიღებენ, ვერცხლის მედლის მფლობელები 8 500-ს, ხოლო ბრანჯაოს პრიზიორები 5 100 ლარს.
შემდეგი დიდი ტურნირი, სადაც ქართველი მკლავჭიდელები და პარამკლავჭიდელები იასპარეზებენ, მომავალ წელს ევროპის ჩემპიონატი იქნება.