22 ნოემბერი 2024,   04:24
ვრცლად
გურჯაანის მუნიციპალიტეტში კაცმა ცოლი და ორი ახალგაზრდა მოკლა

გურჯაანის მუნიციპალიტეტში კაცმა ცოლი და ორი ახალგაზრდა მოკლა.

შემთხვევა სოფელ ახაშენში მოხდა. ადგილობრივების თმით, ქმარმა ცოლი მოკლა, რის შემდეგაც ორ ახალგაზრდას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. სამივე მათგანი ადგილზე გარდაიცვალა.

სავარაუდო მოტივი ამ ეტაპზე უცნობია. დანაშაულის ჩადენის შემდეგ, დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, მიმდინარეობს გამოძიება.

დღის ამბები